“რუსეთი საქართველოსთან დიალოგისთვის მზადაა”- ვალენტინა მატვიენკო

„თუ საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი – მაშინ ჩვენ ახლაც მზად ვართ“ – ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა.

მატვიენკო ამბობს, რომ  რუსეთის საქართველოსთან დიალოგისთვის მზად არის.

“თუ საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი – მაშინ, ჩვენ ახლაც მზად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. ამაშია პარლამენტარების მისია, ამისთვის ირჩევენ მათ. ჯერ კონტაქტები არაა, გასაგებია, ჩვენს გამო არა. საქართველოში რთული პოლიტიკური პროცესები მიდის, ბევრის გადააზრება ხდება. საქართველოში ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები იქნება და, რა თქმა უნდა, ისინი გაარკვევენ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების კურსს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ასეთი ვითარებაა, აი რუსეთში, ჩვენ როგორც გვქონდა ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემა, ასევე დაგვრჩა. ქართველი ხალხი ახლოა ჩვენთვის, ჩვენთვის მეგობრულია. ვნახავთ, რით დასრულდება საარჩევნო კამპანია” – განაცხადა მატვიენკომ.

მსგავსი თემები