უნიკალური წიგნების მოპარვის საქმეზე ბრალდებული 5 პირიდან 4 სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ტრანსნაციონალური ძარცვის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა. წიგნების ქურდობაში ბრალდებული 5 პირიდან 4 სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ბექა ცირეკიძე , რომელიც საქმის მთავარი ფიგურანტია, ახლა ესტონეთის ციხეში იხდის სასჯელს. მისი შვილი კი ქართული ციხის პატიმარია. ცირეკიძის თქმით, მის შვილი ქრისტინა პროკურატურის მძევალია და საგამოძიებო უწყება მას თანამშრომლობას აიძულებს.

საერთაშორისო გამოძიების მტკიცებით, ორგანიზებულ ჯგუფს ესტონეთის, ლიეტუვას, საფრანგეთისა და გერმანიის ბიბლიოთეკებიდან, რამდენიმე მილიონის ღირებულების უნიკალური ეგზემპლარები კარგად დამუშავებული და აწყობილი სქემით გაჰქონდათ.

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებები აბსურდულია, რაც მისი თქმით, კარგად გამოჩნდება ჯვარედინი დაკითხვის დროს.

პროკურორი კი აცხადებს, რომ საქმე რამდენიმე ეპიზოდისგან შედგება და ამ პერიოდისთვის გახსნილია ლიონის, პარიზის, ვარშავისა და მიუნხენის ბიბლიოთეკაში ჩადენილი ქურდობები. ზიანი კი რამდენიმე ასეული ათასი ევროა.

მსგავსი თემები