“შენდობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ დანაშაულს აღიარებს“ – მეუფე მიხეილ სააკაშვილზე 

​ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ “შენდობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ დანაშაულს აღიარებს”.

მეუფემ კომენტარი შერიგების იდეასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

“მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და პასუხი უნდა აგოს, რაც ჩაიდინა. აღიაროს, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა, ეს მაინც გააკეთოს. ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე დისტანციურად – ეს რა, არ იყო მკვლელობა? დაუსვით ასევე კითხვა 7 ნოემბრის შესახებ. 2 საათი, 40 დღის ნაშიმშილები ადამიანი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა, ვერ გააჩერეს და რას ლაპარაკობდა?  7 ნოემბერზე კი არა, თურმე უკრაინა, საქართველო ააყვავა, საოცარი ადამიანია, მთელი მსოფლიო მას პატივს სცემს. პროკურორმა უთხრა, კითხვას უპასუხეო და დავიღალეო. 2 საათით ლაპარაკით დაიღლება კაცი, ნორმალური ადამიანი დაიღლება და წავიდა. თქვენ ფიქრობთ, რომ შერიგება მოხდა? დაცინვა და მასხრად აგდება იყო სასამართლოსი”- განაცხადა მეუფე იოანემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ შერიგების პროცესში სასულიერო პირთა ნაწილი, პოლიტიკურ სუბიექტებს ეკლესიის სივრცეს სთავაზობს. აღნიშნული ინიციატივა მეუფე იაკობმა არაერთხელ გააჟღერა. ე.წ. შერიგების პროცესის დასაწყებად მზადაა პრეზიდენტიც.

მსგავსი თემები