ჰარისის საარჩევნო კამპანიამ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 200 მლნ დოლარზე მეტი შეაგროვა

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის და მომავალ არჩევნებში დემოკრატების სავარაუდო კანდიდატის, კამალა ჰარისის კამპანიამ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 200 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა. განცხადებას ჰარისი კამპანია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მთლიანი შემოსული თანხა რეკორდულია. მანამდე, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 24 საათში რეკორდული 81 მილიონი დოლარი შეაგროვა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 ივლისს გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას.

მსგავსი თემები