„არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს“ – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

აშშ-ის სენატში დაგეგმილ განხილვებთან დაკავშირებით, სადაც განსახილველ საკითხებს შორის საქართველოსთან ურთიერთობაც იქნება, მერი ამბობს, რომ დადებითი მოლოდინი აქვს და საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის.

„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობების გასაღრმავებლად, მზადაა იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, იმიტომ, რომ მართლაც თუკი რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება, ქართველ ხალხთან ერთად. რაც შეეხება მოლოდინებს, როგორც გითხარით, მზად ვართ ვითანამშრომლოთ, უბრალოდ არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ მაგალითად, საქართველოსა და ამერიკას შორის, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს“, – აცხადებს კახა კალაძეს.

 

მსგავსი თემები