რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში სუ-34 ჩამოვარდა

ვოლგოგრადის ოლქში, გეგმიური სასწავლო ფრენის შესრულებისას, თვითმფრინავი სუ-34 ჩამოვარდა. ინფორმაციას TASS რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, მსხვერპლი არ ყოფილა, ეკიპაჟი გადარჩა, მაგრამ თვითმფრინავი უკაცრიელ რაიონში ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო. ადგილზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების კომისია გაგზავნეს.

მსგავსი თემები