ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიაში   მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. როგორც „სიენენი“  წერს, ტყის ხანძარი სწრაფად ვრცელდება და მეხანძრეებს მასთან გამკლავება უჭირთ.  სტიქიის შედეგად, ტყის ათასობით ჰექტარი, 134-ზე მეტი შენობაა განადგურებული.

ამ დროისთვის 4000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძარი 24 ივლისს გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი მამაკაცის მიერ ხრამში ცეცხლმოკიდებული მანქანის გადაგდება გახდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია.

მსგავსი თემები