პარიზის პოლიცია ავსტრალიელი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეს იძიებს

საფრანგეთის პოლიცია, პარიზში, ავსტრალიელი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეს იძიებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

25 წლის ავსტრალიელი ქალის განცხადებით, ის 5-მა მამაკაცმა დედაქალაქის ცენტში გააუპატიურა, რის შემდეგაც მან იქვე არსებული რესტორნის შენობას შეაფარა თავი. ის რესტორნის თანამშრომლებმა იპოვეს და გამოიძახეს როგორც პოლიცია  ასევე სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

ჯერჯერობით, პოლიციას არავინ დაუკავებია, თუმცა ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე გამოძიების დაწყებას ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის სავარაუდო ჩადენის ადგილზე ვიდეო ჩანაწერების შესწავლა მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები