“გამოკითხვების თანახმად, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან მარცხდება” – “ნიუსვიქი”

ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიიდან გასვლის შემდეგ ჩატარებული პირველი გამოკითხვების თანახმად, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან მარცხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ნიუსვიქი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ბაიდენის განცხადების შემდეგ „ონ ფოინთ ფოლითიქსისა“ და „სოქალ რისერჩის“ მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებში ჩანს, რომ ამომრჩევლების 51 პროცენტი დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, კანდიდატად დასახელების შემთხვევაში კი კამალა ჰარისს 43 პროცენტი დაუჭერდა მხარს, არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს. გამოკითხულთა ექვს პროცენტს გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.

მსგავსი თემები