ესტონეთის ახალი პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინას ომში გამარჯვებამდე დაეხმარება

კრისტენ მიხალი, ესტონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყოველთვის უკრაინის მხარდამჭერი იქნება და მას ომში გამარჯვებამდე დაეხმარება.

„მხარს დავუჭერთ უკრაინას ომში მის  გამარჯვებამდე. ჩვენ ამას გრძელვადიანად გავაკეთებთ. იმედი მაქვს, ჩვენი მოკავშირეებიც ანალოგიურად ფიქრობენ“, – განაცხადა ესტონეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ქვეყნის ახალ მთავრობას, მისი შეფასებით, მტერს უგზავნიან გზავნილს, რომ ესტონეთი დაცულია.

„ახალი მთავრობის მიზანია, ესტონელ ხალხს, ესტონურ ეკონომიკას, ჩვენს მოკავშირეებს უსაფრთხოების შეგრძნება მიანიჭოს და ჩვენს მტერს გაუგზავნოს გზავნილი, რომ ესტონეთი კარგად არის დაცული.  მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ნატო-ში მოკავშირეებთან და ასევე უკრაინასთან. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ჩვენი მშპ-ს 0,25%-ით. წინა მთავრობიდან მომდინარე ეს ვალდებულება ძალაში რჩება“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთის ახალმა მთავრობამ, კრისტენ მიხალის ხელმძღვანელობით, პარლამენტში ფიცი დღეს დადო.

მსგავსი თემები