60-ზე მეტი ევროპარლამენტარი უნგრეთისთვის ორბანის ქმედებების გამო ხმის უფლების ჩამორთმევის ინიციატივით გამოდის – Politico

ევროპარლამენტის 63 დეპუტატი ევროკავშირის ხელმძღვანელობას უნგრეთისთვის მისი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ქმედებების გამო ხმის უფლების ჩამორთმევის ინიციატივით მიმართავს.

Politico-მ მოიპოვა ევროპარლამენტარების წერილი, რომელშიც ისინი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროპარლამენტის ხელმძღვანელს რობერტა მეცოლას მიმართავენ და სთხოვენ უნგრეთს ევროკავშირში ხმის უფლება ჩამოერთვას, რადგან ვიქტორ ორბანმა „უკვე მიაყენა ევროკავშირს სერიოზული ზიანი მისი, როგორც თავმჯდომარის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო“.

ევროპარლამენტარების წუხილი მდგომარეობს იმაში, რომ ივლისის დასაწყისში ორბანი ჯერ მოსკოვში ჩავიდა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა, ხოლო შემდეგ ჩინეთში ჩავიდა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან სი ძინპინთან გამართა მოლაპარაკებები. მანამდე ის უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. როგორც მოგვიანებით უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, მან მშვიდობის მისია იტვირთა საკუთარ თავზე, რათა უკრაინაში ომი დაასრულოს.

 

მსგავსი თემები