,,ტრამპი არჩევნებში თუ გაიმარჯვებს, მადლობა ბაიდენს უნდა გადაუხადოს” – ჯონ ბოლტონი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში თუკი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, მან მადლობა ჯო ბაიდენს და დემოკრატიულ პარტიას უნდა გადაუხადოს.

„თუ ტრამპი ნოემბერში გაიმარჯვებს, მისი გამარჯვების საღამო უნდა დაიწყოს იმით, რომ მადლობა უნდა გადაუხადოს ჯო ბაიდენს და „დემოკრატიულ პარტიას“, – აცხადებს ბოლტონი.

მანამდე, კი დონალდ ტრამპმა კონკურენტ ჯო ბაიდენზე საუბრისას თქვა, რომ მას ეგო აქვს და ის არ გამოეთიშება საპრეზიდენტო რბოლას.

მსგავსი თემები