რუსეთმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყა – არის მსხვერპლი

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურის ნიკოლაი ოლეშჩუკოს ინფორმაციით, ოთხშაბათს ღამით, რუსეთმა უკრაინას შეუტია 20 ,,შაჰიდის” დრონით, 4 მართვადი Kh-59/Kh-69-ს ტიპის რაკეტით და ერთი ისკანდერ-მ ბალისტიკური რაკეტით.

უწყების ცნობით, 14 დრონი ჩამოაგდეს ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ვინიცისა და რივნეს რეგიონებში.

რაკეტებით თავდასხმა იყო ოდესის რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე, სამმა Kh-59/Kh-69-მა და სამმა დრონმა “ვერ მიაღწია თავიანთ მიზნებს”, დასძინა ოლეშუკმა. მან არ დააკონკრეტა სად მოხვდა მეოთხე რაკეტა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოდესაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა პორტის ორი თანამშრომელი, დაიჭრა მეზღვაური, დაზიანდა სამოქალაქო გემი. კომპანია Ukrenergo-მ იტყობინება, რომ რივნეს რაიონში ღამით თავს დაესხნენ ელექტროსადგურს.

მსგავსი თემები