„საფლავში ჩაგყვებით ყველას და სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ“ – მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი მზად არის ყველას შეუნდოს, ვინც შეურაცხყოა მიაყენა, თუმცა, ვინც მის შვილს შეურაცხყოფა მიაყენა, „საფლავში ჩაყოლას“ ჰპირდება.

„არ გავჩერდებით. ყველას ვაპატიებ და შევუნდობ, მე რა შეურაცხყოფაც მომაყენეს, მაგრამ ჩემი შვილის შეურაცხყოფისა და დაზიანებისთვის, რომ მამა მოღალატე ჰყავს, საფლავში ჩაგყვებით ყველას და სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ“ – აცხადებს ყაველაშვილი.

მის თქმით, ყველამ, ვინც შეცდა ბოდიში უნდა მოიხადოს.

„გამობრძანდნენ და ბოდიში მოიხადონ, ან არადა, დაგვიმტკიცონ, რომ ეს რუსული კანონია. დაგინებაც მოჰყვება ბოლოს, როგორც ვიცი ხოლმე, რადგან სხვა ენა არ ესმით – ან დაამტკიცონ, რომ ეს რუსული კანონია, ან ვხედავთ რუსულ საქმეს ვინც აკეთებს. რუსული საქმეა აქ რომ რევოლუციას მოაწყობდნენ და რუსეთი ეგრევე შემოვიდოდა“ – აცხადებს ყაველაშვილი.

მსგავსი თემები