ახალი ზელანდია უკრაინას 16 მილიონი ახალი ზელანდიური დოლარის დახმარებას გაუწევს

ახალი ზელანდია უკრაინას 16 მილიონი ახალი ზელანდიური დოლარის (დაახლოებით 9,8 მილიონი აშშ დოლარი) დახმარებას გაუწევს. უკრაინის ელჩმა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, ვასილი მიროშნიჩენკომ აღნიშნა, რომ 6 მილიონი ახალი ზელანდიური დოლარი (3,68 მილიონი აშშ დოლარი) არის სამხედრო დახმარებისთვის, ხოლო 10 მილიონი ახალი ზელანდიური დოლარი (6,12 მილიონი აშშ დოლარი) ჰუმანიტარული დახმარებას მოხმარდება.

,,გულწრფელად მადლობელი ვარ ახალი ზელანდიის მთავრობისა უკრაინის შემდეგი დახმარების პაკეტისთვის”, – დაწერა მან facebook-ზე.

ელჩი წერს, რომ სამხედრო დახმარება მოიცავს 4 მილიონი NZD-ს (2.45 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას თვითმფრინავების კოალიციისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობენ დიდი ბრიტანეთი და ლატვია და 2 მილიონი NZD (1.23 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინის სამხედრო სამედიცინო საჭიროებებისთვის.

მსგავსი თემები