პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილს მხარი დაუჭირეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის წევრებმა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას, პოლიტსაბჭოს თანამდებობაზე კი ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილება ოფიციალურად 8 ივლისს გაფორმდება.

,,დღეს შეიკრიბა პოლიტიკური საბჭო, რომელიც 8 ივლისს, ყრილობაზე კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, დაამტკიცებს. შესაბამისად, მზად ვართ, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის.

სხვა პარტიებთან ერთობაზე ინფორმაცია 8 ივლისს ექნება საზოგადოებას. დიდ ერთობაში „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად შეძლებს ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებას. არც ერთი დღე და არც ერთი წამი არ უნდა დაიკარგოს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა. 

მსგავსი თემები