საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს უსაფრთხოების ზომები იქნება გამკაცრებული

საფრანგეთში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს უსაფრთხოების ზომები იქნება გაძლიერებული. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 30 000 პოლიციელი იქნება განლაგებული.

ბოლო დღეების განმვლობაში პოლიტიკურ პარტიებში აცხადებენ, რომ გახშირდა ძალადობისა და თავდასხმის ფაქტები. კერძოდ, საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ საარჩევნო ბანერების გაკვრის დროს მას და მის გუნდს ახალგაზრდების მცირე ჯგუფი დაესხა თავს.

არსებული ინფორმაციით, პარიზსა და მის შემოგარენში 5 000 პოლიციელი განთავსდება. პატურლირების გაძლიერების მიზანია, არეულობის არიდება იმ შემთხვევისთვის, თუ ულტრამემარჯვენეები ან ულტრამემარცხენეები სიტუაციით სარგებლობას შეეცდებიან.

მსგავსი თემები