ისრაელის იერიშის შედეგად, ლიბანში ,,ჰეზბოლას” მაღალჩინოსანი დაიღუპა

ისრაელის იერიშის შედეგად, ლიბანში ,,ჰესბოლას” მაღალჩინოსანი, მუჰამედ ნიმაჰ ნასერი დაიღუპა. გარდაცვალების ფაქტი ,,ჰესბოლამ” უკვე დაადასტურა.

,,ჰეზბოლას” განცხადებით, ,,მკვლელობის საპასუხოდ”, ისრაელის სახმელეთო პოზიციებს 100 რაკეტა ესროლა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ნასერი ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ლიბანიდან სარაკეტო იერიშების განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი და ,,არაერთ ტერორისტულ თავდასხმას ხელმძღვანელობდა”.

მსგავსი თემები