,,გული მეგლი­ჯე­ბა, ჩემი წურ­წი­კა! უნი­ჭი­ე­რე­სი წურ­წი­კა”- ხობში, გარდაცვლილ მსოფლიო ჩემპიონს ემშვიდობებიან

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ხობში, სპორტსმენის სახლში იპოვეს.

ნუგზარ წურწუმია 27 წლის იყო. ახლობლების ცნობით, სპორტსმენის გარდაცვალება, სავარაუდოდ, სუიციდს უკავშირდება.

ნუგზარს, ემოციურად ემშვიდობებიან:

,,როგორ დაგვწყვიტე გული… უფალმა ნათელში გამყოფოს” ” ღმერთო რატომ, რა საოცარი ბიჭი იყო” “ძალიან მოგვენატრები…” – წერენ სოციალურ ქსელში.

,,მშვი­დო­ბით ოქ­როს ბიჭო! ეს რა დაგ­ვე­მარ­თა. მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი ბერ­ძნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში, ნუგ­ზარ წურ­წუ­მია სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გული მეგლი­ჯე­ბა, ჩემი წურ­წი­კა! უნი­ჭი­ე­რე­სი წურ­წი­კა”, – წერს მა­ცა­ცო კევ­ლიშ­ვი­ლი.

ცნობილი ქართველი მოჭიდავე 1997 წელს დაიბადა. მისი სპორტული კარიერა არაერთ გამარჯვებას ითვლის. 2019 წელს 55 კგ წონით კატეგორიაში მან მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, 2022 წელს კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. არის მსოფლიოს პირველობის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი.

ქართველმა მოჭიდავემ 2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა; 2018, 2020 და 2023 წელს კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა.

ახალგაზრდა სპორტსმენი 23-წლამდელებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის კი მსოფლიოს პირველობის ვიცე-ჩემპიონი, ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი და ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ნუგზარ წურწუმია არაერთი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი იყო. 2019 წელს ის ძალოსან ლაშა ტალახაძესთან, ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანთან, მოჭიდავეებთან – გენო პეტრიაშვილთან, ბექა ლომთაძესა და ლაშა გობაძესთან ერთად საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

მსგავსი თემები