სოფელ ვარციხეში ძაღლს ესროლეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, მიუსაფარი ძაღლი იარაღით დაჭრეს. მას უკვე გაუკეთდა ოპერაცია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძაღლს საფანტი ჰქონდა მოხვედრილი.

ცხოველთადამცველები ამბობენ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა იმერეთში, როდესაც მიუსაფარ ცხოველებს ასე სასტიკად ექცევიან. ისინი კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვენ. არ გამორიცხავენ აქციების გამართვასაც.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა პირი, რომელმაც ძაღლს ესროლა და ის აცხადებს, რომ ცხოველი ბავშვის მიმართ აგრესიული იყო, რის გამოც იძულებული გახდა სანადირო თოფიდან გაესროლა.

მსგავსი თემები