,,სავარაუდოდ, იქნებიან ძალები, ვის ინტერესშიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება ან რაიმე უფრო მძიმე შედეგის დადგომა შეიძლება იყოს”- გიორგი კახიანი

სავარაუდოდ, იქნებიან ძალები, ვის ინტერესშიც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან რაიმე უფრო მძიმე შედეგის დადგომა იყოს, რაც შემდგომში დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის, ხელისუფლების ცვლილებისთვის იქნება გამოყენებული – , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული, პირველ რიგში, ეს ხელისუფლებაა.

„ცხადია, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული. თუ რაიმე რისკები არსებობს და შესაძლებელია, ასეთი რისკები არსებობდეს, მისი უსაფრთხოების ნაწილში, სახელმწიფო ყურადღებას კიდევ უფრო გაამკაცრებს და გააძლიერებს. შესაძლოა, ვინმეს ასეთი სურვილები ჰქონდეს, მაგრამ რისკები გამორიცხული იქნება. სავარაუდოდ, იქნებიან ძალები, ვის ინტერესშიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება ან რაიმე უფრო მძიმე შედეგის დადგომა შეიძლება იყოს, რაც გამოყენებული იქნება დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის, ხელისუფლების ცვლილებისთვის. რისკები თუ არსებობს, სახელმწიფო და მისი შესაბამისი სამსახურები სათანადო ზომებს მიიღებენ, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყილოფილი იქნება, თუმცა მთავარია, მისი მხრიდან ასეთივე დამოკიდებულება არსებობდეს“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

 

მსგავსი თემები