,,თუ ტრამპმა იცის როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას” – ზელენსკი

,,თუ ტრამპმა იცის როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებების კომენტირებისას.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის ,,პოტენციურად მზად არის” შეხვდეს ტრამპს და მოისმინოს მისი წინადადებები, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტრამპის გუნდი ,,ვერ დაგეგმავს უკრაინელი ხალხის ცხოვრებას”.

„ჩვენ გვინდა გავიგოთ, გვექნება თუ არა ნოემბერში, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ს ძლიერი მხარდაჭერა თუ სრულიად მარტო დავრჩებით“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი გახდება, ,,სწრაფად დაასრულებს ომს უკრაინაში”.

მსგავსი თემები