რუსი აქტივისტი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი ამბობს, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შემოუშვეს. როგორც მან აღნიშნა, სამი წელი ცხოვრობდა საქართველოში და ეს ქვეყანა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

,,ოცჯერ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან ახლოს. ხალხს ხელი ჩამოვართვი, თვალებში ჩავხედე, ჩავეხუტე. რასაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს, საქართველოს 20%-ზე მეტის ოკუპაციით და მცოცავი ანექსიის ფარგლებში სულ უფრო მეტ მიწის ნაკვეთს მოკბეჩით, საშინელებაა. მე და ჩემი კოლეგები მაქსიმალურად ვცდილობდით და ვცდილობთ, როგორმე მაინც დავეხმაროთ ადგილობრივებს, ვისაუბროთ ოკუპაციაზე, წავიდეთ საპროტესტო აქციებზე. და ჩვენ გავაგრძელებთ ნებისმიერ შემთხვევაში. საქართველო და ქართველები უკვე სამუდამოდ არიან ჩემს გულში. მადლობა ყველაფრისთვის საქართველო. დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ შევხვდებით!”, – წერს ის.

მსგავსი თემები