,,მადლობა, მადლობა” – ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა, გულშემატკივრები ავტობუსს შეძახილებით აცილებენ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა. ფეხბურთელები ამ წუთებში სპეციალური ავტობუსით ტოვებენ ტერიტორიას, რომელსაც მოქალაქეები აცილებენ.

ნაკრებს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა, ადგილზე ისმის შეძახილი ,,მადლობა”. სამწუხაროდ, მათ საყვარელი ფეხბურთელებისთვის ავტოგრაფების გამორთმევა და ფოტოების გადაღება აეროპორტში ვერ შეძლეს, თუმცა დღეს საღამოს მათ ამის შანსი კიდევ ექნებათ.

ცნობისთვის, 21:30 საათზე, ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები