ერთად ვუთხრათ მადლობა ნაკრებს – 2 ივლისს, 22:00 საათზე, მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან

,,ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს” – დღეს, 2 ივლისს, 22:00 საათზე მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და საქართველოს ნაკრების წარმატებას ერთად აღნიშნავენ.

გულშემატკივრები მადლობას გადაუხდიან ქართველ ფეხბურთელებს გაწეული თავდადებისთვის და მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით წამოსულ სპორტსმენებს ერთად შეხვდებიან.

,,2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე.

ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს.

ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული.

21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ.

22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს”, – წერს საქართველოს მთავრობა.

მსგავსი თემები