აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 ივნისს, 12:25 საათიდან 15:35 საათამდე, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს კელბაჯარის რაიონის დასახლება მოლაბაირამლის მიმართულებით, მოპირდაპირედ მდებარე სომხური შეიარაღებული ძალების პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნეს. განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ამ მიმართულებით შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს.

სომხეთის მთავრობა აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს.

 

მსგავსი თემები