“მინდოდა ჩემგან გაგეგოთ ამის შესახებ, ვადასტურებ” – სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე

საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორეს სასახლეში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებულ დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც ​სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ინაუგურაციის ცერემონიაზე უცხოური დელეგაციებიც იქნებიან მიწვეულნი.

„ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც უკვე სხვებისგან გაიგეთ, თელავში გაიმართება. მინდოდა ჩემგან გაგეგოთ ამის შესახებ და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში. უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია, ვინ დაესწრება ინაუგურაციას,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​მისივე ინფორმაციით, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიწვეულნი იქნება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დანიშნული. 28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები