შეიარაღებული ძარცვა რობერტო ბაჯოს სახლში – ფეხბურთელი დაშავებულია

„იუვენტუსისა“ და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო იტალიაში მის სახლში მომხდარი შეიარაღებული ძარცვისას დაშავდა.

BBC-ის ცნობით, 57 წლის ფეხბურთელის ვილაში ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე 5 ადამიანი შეიჭრა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელი ოჯახთან ერთად ევროპის ჩემპიონატს, იტალია-ესპანეთის თამაშს უყურებდა.

ვეტერანი ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას თავზე ნაკერები დაადეს. ფეხბურთელის ოჯახიდან ფიზიკურად არავინ დაშავებულა, თუმცა, ინციდენტის შემდგომ შეშინებულები არიან.

იტალიურმა პოლიციამ მომხდართან დაკავშიებით გამოძიება დაიწყო.

მსგავსი თემები