,,თუ ხარ დეპუტატი და ზედმეტი რამდენიმე მილიონი გრივნა გაქვს,  უნდა დაეხმარო ქვეყანას”- არახამიას თქმით, მოადგილეს თანამდებობიდან გაათავისუფლებს 

„კანონი თუ დარღვეულია, ამისთვის პასუხისგებაა აუცილებელი,”- ამის შესახებ უკრაინის მმართველი ფრაქციის მეთაურმა, დავით არახამიამ განაცხადა.

არახამიას განცხადებით, თანამდებობიდან გაათავისუფლებს მოადგილეს, რომელმაც ომის მიმდინარეობისას კიევში ფეშენებელური კერძო სახლი შეიძინა.

„შენ თუ ხარ დეპუტატი და ზედმეტი რამდენიმე მილიონი გრივნა გაქვს, შენ უნდა დაეხმარო ქვეყანას. ეს შენი ვალდებულებაა. ამიტომ, ამ ქმედების მორალური შემადგენელი არ შეესაბამება ჩვენს ფასეულობებს და ხედვას იმის შესახებ, თუ რას უნდა აკეთებდეს დეპუტატი ომის დროს. ამის გამო პაველ ხალიმონი ჩვენი ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდება“, – წერს არახამია ტელეგრამ არხზე.

ცნობისთვის, „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, „სლუგა ნაროდას“ ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაველ ხალიმონმა კიევის ცენტრში ფეშენებელური კერძო სახლი შეიძინა.

 

მსგავსი თემები