ხანძარია თურქეთის სამხრეთ რეგიონში – არის მსხვერპლი

თურქეთის სამხრეთ რეგიონში მასშტაბურ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სულ მცირე ხუთი და დაშავებულია 44 ადამიანი. დაშავებულთაგან ათის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ხანძარი დიარბაქირისა და მარდინის პროვინციებს შორის მძვინვარებს.

შინაგან საქმეთა მინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი 22:15 საათისთვის გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო, სწრაფად გავრცელდა. ამჟამად სტიქია ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

მსგავსი თემები