მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა – საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია

თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. მეტრო სადგურ ვაჟაზე-ფშაველაზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ წუთებში მისი ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები.

სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მსგავსი თემები