უკრაინის მშვიდობის სამიტი დღეს დასრულდება

შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტი დღეს სრულდება. სამიტს 100 ქვეყნის დელეგაცია ესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან. მისი მიზანი უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბებაა. განხილვის მთავარი თემები, უკრაინაში ბირთვულ საფრთხეები, საკვების უსაფრთხოება და ჰუმანიტარული საჭიროებებია.

შვეიცარიაში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

 

მსგავსი თემები