„„ჰამასი“ მზად არის ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის“- ისმაილ ჰანიე

„„ჰამასი“ მზად არის ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს“ – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ განაცხადა. ისმაილ ჰანიემ აღნიშნა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე „ჰამასის“ პასუხი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ პრინციპებს შეესაბამება.

„პალესტინური დაჯგუფებები და „ჰამასი“ მზად არიან ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას, ჯარების გაყვანას, რეკონსტრუქციასა და ყოვლისმომცველ გაცვლას ითვალისწინებს“ – განაცხადა ჰანიემ.

 

მსგავსი თემები