პარლამენტის სხდომების გაცდენისთვის დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდებათ

„ეთიკის კოდექსის“ მიხედვით, რომელიც 16 დეკემბრიდან ამოქმედდება. დეპუტატები, რომლებიც პარლამენტის სხდომების ნახევრაზე მეტს გააცდენენ, უფლებამოსილება შეუწყდებათ. – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში გუშინ, დეპუტატების გამოუცხადებლობის გამო შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა დაემტკიცებინათ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, მიღებულია ახალი რეგლამენტი, რომელიც შეეხება, როგორც ეთიკის საკითხებს, ასევე გაცდენებს. ამოქმედდება კონკრეტული სანქციები დეპუტატების მიმართ, რომლებიც არ ესწრებიან სხდომას და არ მონაწილეობენ რეგისტრაციაში.

გარდა ამისა, ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება.

„ეთიკის კოდექსი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვხედვათ, რომ ხშირად ირღვევა ნომრები, ხორციელდება პროვოკაციები. ნიკა მელია არის ამის საუკეთესო ილუსტრაცია, რომელმაც უკვე აღარ ვიცი, მერამდენედ მოაწყო საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო სივრცეში პროვოკაცია, რასაც მოჰყვა ის რაც არც ერთ ჩვენგანს არ მოგვწონს. ეს არის მათი ხელწერა და მას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი პოლიტიკური პასუხი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები