„ბატონი კალაძე და ივანიშვილი გამოუვალ მდგომარეობაში არიან“- მელია

„ბატონი კალაძე და ივანიშვილი გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ისინი ცდილობენ, დააკნინონ ნებისმიერი ჩვენი საუკეთესო საერთაშორისო პარტნიორის მიერ დაწესებული სანქცია“- ამბობს პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების” ლიდერები ხვდებიან, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო ქართული საზოგადოების ჩათვლით გადაიკიდეს, თუმცა მედიის თანდასწრებით ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ.

„წილი ნაყარია, ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკური კურსი აირჩია, ქართველმა ხალხმა საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა. ეს ყველაფერი სულ რაღაც 5 თვეში უნდა გადაწყდეს. ბატონი კალაძე და ივანიშვილი გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ისინი ცდილობენ, დააკნინონ ნებისმიერი ჩვენი საუკეთესო საერთაშორისო პარტნიორის მიერ დაწესებული სანქცია. კალაძე საუბრობს, პრობლემა არ არის, რომ აშშ-ში ვერ გაემგზავრება. მთელი რიგი ფინანსური და სხვა ტიპის სანქციები რა თქმა უნდა, დაწესდება, მათ შორის უშუალოდ კალაძის წინააღმდეგ, თუმცა, კალაძისგან ნუ მოველით იმას, რომ მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით გამოვა და თუნდაც ნიანგის ცრემლებს დაღვრის. ის ცდილობს არ აჩვენოს მისი რეალური მდგომარეობა, რომელიც რეალურად არის უმძიმესი”- აღნიშნა ნიკა მელიამ.

 

„სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის“- გვარამია

მსგავსი თემები