მექაში სიცხისგან ექვსი მომლოცველი დაიღუპა

მექაში სიცხისგან გარდაცვლილთაგან ყველა იორდანიის მოქალქეა. გავრცელებული ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 48 გრადუსს შეადგენდა. მუსლიმთა წმინდა ადგილას მომლოცველები ჰაჯის ყოველწლიურ პილიგრიმობას ესწრებოდნენ, სადაც მათ გარდა კიდევ 1.8 მილიონამდე ადამიანია ჩასული.

იორდანიის ხელისუფლება საუდის არაბეთთან კონტაქტზეა და ექვსივე დაღუპულთა სამშობლოში გადასვენების საკითხზე მუშაობს.

მსგავსი თემები