აკვაპარკში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა – არიან მცირეწლოვნებიც

აშშ-ში, დეტროიტის აკვაპარკში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა პარკის ტერიტორიაზე 30-მდე გასროლა განახორციელა. დაჭრილთა შორის ორი მცირეწლოვანია. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.

მამაკაცი,რომელმაც სროლა განახორციელა, პოლიციამ  მოგვიანებით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. მან სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მსგავსი თემები