„მოვუწოდებთ მთავრობას, საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს“- ურსულა ფონ დერ ლაიენი

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს”- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. ევროკომისიის პრეზიდენტი შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.

„საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ თქვენს ერთგულებას ღრმა პატივს ვცემ. ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა ამ გზას მხარს უჭერს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს“ – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მსგავსი თემები