სალომე ზურაბიშვილმა ზელენსკისთან ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მებრძოლის საკითხი დააყენა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველის, მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა, უკრაინის პრეზიდენტმა კი, აღნიშნული საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლს, აფხაზეთიდან დევნილ 22 წლის მამუკა გაწერელიას რუსეთმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ახალგაზრდა კაცი ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა.

მსგავსი თემები