კუკიაზე მომხადრ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ კუკიის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პატიმრობაში დატოვა. ადვოკატებმა დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საქმე ეხება, 13 ივნისს, თბილისში, მომხდარ დანაშაულს ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, დაზარალებულს, სხეულის სხვადასხვა არეში, დანით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

მსგავსი თემები