რუსეთში, „მოროზოვსკის“ აეროდრომს 70-ზე მეტი უკრაინული დრონი დაესხა თავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის ინფორმაციით, 14 ივნისის ღამეს უკრაინულმა ძალებმა რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე თავდასხმისთვის მინიმუმ 70 დრონი გამოიყენეს. ბუდანოვი ამბობს, რომ ოპერაცია უკრაინის ტერიტორიიდან დაიწყო და აეროდრომს, სულ მცირე, 70 და, შესაძლოა მეტი, უკრაინული Dragon-ის და Splash-ის დრონით დაარტყეს.

კითხვაზე, გეგმავენ თუ არა უკრაინული ძალები მორიგ საჰაერო თავდასხმას ამ აეროდრომზე, ბუდანოვმა უპასუხა: „დიახ“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წუხელ რუსეთის ტერიტორიასა და დროებით ოკუპირებული ყირიმში 87 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

მსგავსი თემები