,,მათმა სიძულვილმა გამაოცა” – გუკა რჩეულიშვილი სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობაზე

გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობს:

„მათმა სიძულვილმა მართლაც გამაოცა. აბსოლუტურად ყველას ჰქონდა სურვილი, დაერტყა ხელი.

ჩემ გვერდით მწვანე ან ყვითელ ქურთუკში ჩაცმული ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ. მას გამოვესარჩლე და გადმოვიდნენ ჩემზე. მაშინვე შემაგდეს იმ კორდონში. იქით მხარეს არის ზიზღი. თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი“, – ამბობს რჩეულიშვილი ,,რადიო თავისუფლებასთან”.

როგორც მან აღნიშნა, სპეცრაზმელებს სრულად ჰქონდათ დაფარული სახეები და მათი ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. მისი თქმით, ძალადობით შეუძლებელია აქციის მონაწილეებს პოზიცია შეაცვლევინონ.

მსგავსი თემები