1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8693 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8693 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0991ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0834 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0157 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მსგავსი თემები