,,ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული” – მილერი

,,ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ გადადგამენ ნაბიჯებს ქვეყნის “დიდხნიანი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ”.

,,იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს, რათა წინ წაიწიონ თავიანთი ქვეყნის დიდხნიანი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ. მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები მზად არის განახორციელოს დამატებითი ქმედებები.

ის ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული. ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობის ძირეულ გადახედვას ვახდენთ,” – განაცხადა მილერმა.

მსგავსი თემები