,,ჩემი კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის და ნათლად აჩვენებს, რომ ეს მოკლევადიანი არ იქნება” – შაჰინი სანქციებზე

,,ჩემი კანონპროექტი [“ქართველი ხალხის აქტი”] ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის და ნათლად აჩვენებს, რომ ეს მოკლევადიანი არ იქნება”, – წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და სახდეპის მიერ სანქციების პირველი პაკეტის გამოცხადებას ეხმაურება.

,,მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს, დააწესოს სავიზო შეზღუდვები იმ პირებისთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიის შელახვასა და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაზეა პასუხისმგებელი. ჩემი ორპარტიული კანონპროექტი [“ქართველი ხალხის აქტი”] ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის და ნათლად აჩვენებს, რომ ეს გადაწყვეტილება მოკლევადიანი არ იქნება”, – წერს შაჰინი.

მსგავსი თემები