ვინ არიან ვარკეთილში მოკლული ახალგაზრდები – ახალი დეტალები

დააკავეს კაცი, რომელმაც გუშინ, ვარკეთილში ორი ადამიანი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 1980 წელს დაბადებულმა იური კალანდარიშვილი. ის ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

მან მეზობლად მცხოვრებ 1985 წელს დაბადებულ ბაჩო ბაშარაულს და მის მეგობარს 1984 წელს დაბადებულ ნიკა არჩვაძეს სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით ჭრილობები მიაყენა. არსებული ინფორმაციით, მათ დაზიანებები თავის არეში აქვთ მიყენებული. ორივე დაჭრილი ადგილზე დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება მხარეებს შორის, ყოფით ნიადაგზე, ბრალდებულის სახლში დაიწყო. რა იყო დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები