,,დღეს ჩვენმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთი მწარე სიმართლე ვუთხარით” – დიმიტრი ხუნდაძე

,,დღეს ჩვენმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთი მწარე სიმართლე ვუთხარით”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდებაში, მეხუთე მუხლში გარკვევით წერია, რომ ალიანსის ერთ წევრზე სამხედრო თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ყველა წევრზე, მაგრამ არანაირი სამხედრო მოქმედების ვალდებულებას არ აკისრებს ალიანსის წევრ ქვეყნებს.

„დღეს ჩვენმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთი მწარე სიმართლე ვუთხარით. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის მცირე განმარტება მინდა გავაკეთო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდებაში, მეხუთე მუხლში გარკვევით წერია, რომ ალიანსის ერთ წევრზე სამხედრო თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ყველა წევრზე, მაგრამ არანაირი სამხედრო მოქმედების ვალდებულებას არ აკისრებს ალიანსის წევრ ქვეყნებს. ყველა ქვეყანა ინდივიდუალურად წყვეტს, როგორი იქნება პასუხი, ან იქნება თუ არა საერთოდ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მეხუთე მუხლის ეს ჩანაწერი ქართულ თარგმანში არის ამოღებული, ხოლო რა მიზნით, ეს უკვე ჩვენ წერილში მკაფიოდ არის განმარტებული“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

მსგავსი თემები