„ევროკავშირის არჩევნები პოლონეთის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია“ – დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის შეფასებით, ევროპის ერთიანობა ერთადერთი გზაა ომის თავიდან ასაცილებლად.

„ევროკავშირის არჩევნები პოლონეთის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია. ჩვენ ყველანი ყოველდღიურად ვართ ორიენტირებული, რომ გავაძლიეროთ პოლონეთი, გავაძლიეროთ ევროპა, პოლონელები გაერთიანდნენ და ევროპა იყოს გაერთიანებული, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ავიცილოთ ომის დრამა აქ, ჩვენს მიწებზე“, – განაცხადა ტუსკმა.

ცნობისთვის,ევროპის 27 ქვეყანა ახალი მოწვევის ევროპარლამენტის ასარჩევად ემზადება. არჩევნები ამ კვირაში გაიმართება, სადაც ხმის მიცემის უფლება 373 მილიონ მოქალაქეს აქვს. 6-9 ივნისს დანიშნული არჩევნების შედეგი ასევე იმოქმედებს იმაზე, თუ ვინ გახდება ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი.

მსგავსი თემები