„აშშ-მ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის უფლება უნდა მისცეს“-ზელენსკი

„შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის უფლება უნდა მისცეს“-ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

სინგაპურში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს იმისთვის, რომ ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა დაუშვა, მაგრამ მისი თქმით, ასევე უნდა მოიხსნას შეზღუდვები შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე.

“საკმარისია ეს“ (ნებართვა) არა. რატომ? იმიტომ, რომ მოგიყვანეთ აეროდრომების მაგალითი, საიდანაც რუსეთი ისვრის გამუდმებით, მშვიდად იცის რა, რომ უკრაინა არ უპასუხებს, რადგან არ აქვს შესაბამისი სისტემები და ნებართვა. რუსეთი აგრძელებს შორი მოქმედების არტილერიისა და დაახლოებით 300 იარაღის სისტემის გამოყენებას საზღვრის საკუთარ მხარეს უკრაინაზე თავდასხმისთვის, ასე რომ, მათ აქვთ ეს იარაღი და იციან, რომ უკრაინას არ შეუძლია მათკენ მიმართოს დასავლური იარაღი, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენს წინააღმდეგ ისვრიან“ – ამბობს ზელენსკი.

მსგავსი თემები