“ოპოზიციას მორალური თვალსაზრისით არ აქვს არანაირი წითელი ხაზები“ – ირაკლი კობახიძე

„რასაც ბოლო დროს ოპოზიცია აკეთებს, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში“,- განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით,  ოპოზიციის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ მათ არ აქვთ არანაირი პრინციპები, მორალური თვალსაზრისით არანაირი წითელი ხაზები, არანაირი ღირებულებები.

„მათ შეუძლიათ დღეს დაუძახონ რომელიმე ოპონენტს თუ სხვა პარტიის წარმომადგენელს ჯალათი და ხვალ ხელი აუწიონ. ნათელაშვილის და უგულავას მაგალითს გაგახსენებთ ან კიდევ ბერძენიშვილის. თითოეულ პარტიას აქვს   ნალაპარაკები ერთმანეთზე ისეთი რამეები,რომ  წარმოუდგენელი იქნებოდა მათი ერთად ჯდომა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

მისი მოსაზრებით, სწორედ ამიტომ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი შტო 12%-იანი , მეორე – 3%-იანით და მესამე – 0,5%-იანი რეიტინგით. მისივე თქმით, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური სურათი.

მსგავსი თემები